ინდოეთი და პაკისტანი ოფიციალურ მოლაპარაკებებს აღადგენენ

ინდოეთისა და პაკისტანის ოფიციალური შეხვედრა პირველი იქნება 2008 წლის ბოლოს მუმბაიში განხორციელებული ტერორისტული შეტევის შემდეგ. დელიში დაგეგმილი შეხვედრის წინ მხარეებმა ბრალდებები გაცვალეს ქაშმირის რეგიონში შექმნილი დაძაბულობის გამო. ქაშმირის ინდოელმა მესაზღვრეებმა თქვეს, რომ ოთხშაბათს პაკისტანიდან მათ ცეცხლი გაუხსნეს. ისლამაბადი კი ამ ბრალდებას უარყოფს.