აშშ საქართველოს ფინანსურ დახმარებას გაუზრდის

ვაშინგტონი საქართველოს 8 პროცენტით გაუზრდის ფინანსურ დახმარებას - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. კლინტონი 2011 წლის აშშ-ის საფინანსო ბიუჯეტს განიხილავდა. სახელმწიფო მდივნის თქმით, ობამას ადმინისტრაციისთვის საქართველო მნიშვნელოვან პარტნიორ ქვეყნად რჩება.