ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი ”John Hall“-ი შემოვიდა

ფოთის პორტში ამერიკული სამხედრო ხომალდი ”John Hall“-ი იმყოფება. მისი ეკიპაჟის წევრები და საქართველოს სანაპირო დაცვის სამსახურის პირადი შემადგენლობა ერთობლივ სწავლებას გამართავენ. 1 მარტს ამერიკული სამხედრო ხომალდი ფოთიდან ბათუმში გაემგზავრება.