ბოკუჩავა: ავიამიმოსვლა არა თბილისის, არამედ მოსკოვის გადაწყვეტილებით შეწყდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას საქართველოსთან რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენისთვის მზადყოფნის შესახებ, კიდევ ერთ პიარ-აქციად აფასებს საქართველოს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოკუჩავა, მან სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა, რომ ავიამიმოსვლა არა თბილისის ინიციატივით, არამედ მოსკოვის ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეწყდა.