კერძო საკუთრების უფლება სამხრეთ კავკასიაში

რადიო თავისუფლების ქართული, სომხური და აზერბაიჯანული რედაქციების ერთობლივი ყოველკვირეული პროგრამა "კავკასიური გზაჯვარედინი" ეხება საკუთრების უფლების პრობლემებს სამხრეთ კავკასიაში. კონკრეტულად კი იმის გარკვევას შევეცდებით რამდენად ხშირად და რა ფორმით იცვლება მოქალაქეთა კერძო საკუთრება სახელმწიფოს მიერ.