ჩილეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ჩილეს პრეზიდენტმა, მიშელ ბაჩელეტმა საგანგებო ზომების მიღების შესახებ გამოაცხადა მიწისძვრის შედეგების ბრძოლასთან დაკავშირებით. შაბათს მომხდარი მიწისძვრის შედეგად 700-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ჩილეში წესრიგს ახლა სამხედროები ამყარებენ, რომლებიც მაშველებს ეხმარებიან და ცდილობენ მარადიორობა არ დაუშვან. ზოგან კომენდანტის საათია გამოცხადებული.