ინგუშეთში ოთხი ბოევიკი მოკლეს

ინგუშეთის სოფელ ეკაჟევოში ოთხი ბოევიკი მოკლეს. ”ინტერფაქსს” ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების შტაბში განუცხადეს, სამართალდამცავებმა განახორციელეს იმ სახლების ბლოკირება, რომლებშიც ექსტრემისტები ეგულებოდათ და მათგან იარაღის დაყრა მოითხოვეს. ამის პასუხად კი ბოევიკებმა ცეცხლი გახსნეს. ოპერაცია გრძელდება.