ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა

დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაემგზავრა. გამგზავრებამდე მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ რუსეთში მნიშვნელოვანი ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ხალხის ინტერესების დაცვაა. ”რუსეთი მეზობელი, ერთ-ერთი ძალიან დიდი და ძლიერი სახელმწიფოა და ბუნებრივია, მისი პოზიცია საქართველოს ერთიანობისა და დემოკრატიული და სუვერენული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია”, - განაცხადა ბურჯანაძემ. მან აღნიშნა, რომ დიდი პოლიტიკითაა დაკავებული მაშინ, როდესაც ზოგიერთი მერის არჩევნებით, ხელისუფლება კი - ოპოზიციის წინააღმდეგ შავი პიარითაა დაკავებული. ვისთან აპირებს ნინო ბურჯანაძე მოსკოვში შეხვედრას, ჯერჯერობით უცნობია.