ტიმოშენკოს განცხადებით, მისი კაბინეტი არ აპირებს მთავრობის მოვალეობის შესასრულებლად დარჩენას

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ დღეს განაცხადა, რომ მისი კაბინეტი, პარლამენტში მისთვის უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, არ დარჩება მთავრობის მოვალეობის შემსრულებლად. ტიმოშენკოს კაბინეტს, სავარაუდოდ, დღეს გამოუცხადებენ უნდობლობას პარლამენტში. ამ შემთხვევაში, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, როგორც მან დღეს უთხრა პარლამენტარებს, ოპოზიციაში გადასვლას აპირებს. ტიმოშენკოს კოალიცია გუშინ დაიშალა. მისი მთავრობისთვის დღეს უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მხარდამჭერებს შეეძლებათ ახალი კოალიციის შექმნაზე მუშაობის დაწყება.