ჩილეში ძლიერი მიწისძვრის შემდგომ რეკონსტრუქციას წლები დასჭირდება

ჩილეს პრეზიდენტ მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, გასული კვირის ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ზარალის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევას ჩილეში, სულ ცოტა, სამი-ოთხი წელი დაჭირდება. მიწისძვრამ, სულ ცოტა, 800 ადამიანის სისოცხცლე შეიწირა, მატერიალური ზარალი 30 მილიარდამდე დოლარად არის შეფასებული. ბაჩელეტის თქმით, ჩილეს, სავარაუდოდ, უხოეთიდან კრედიტი დასჭირდება რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად.