დღეს თბილისში ახალი პოლიტიკური გაერთიანების ”სახალხო დემოკრატების” პრეზენტაცია გაიმართა. მან მერობის კანდიდატად ოფიციალურად დაასახელა ნიკა ივანიშვილი, რომლის განცხადებით, მთავარ კონკურენტად დედაქალაქის მოქმედ მერს გიგი უგულავას მიიჩნევს. ”სახალხო დემოკრატების” ერთ-ერთი წევრი ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ხაბარელია. პრეზენტაციაზე დამსწრეთა შორის იყვნენ ტელეკომპანია რუსთავი 2-ისა და საზოგადოებტივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორები ნიკა ტაბატაძე და ლევან ყუბანეიშვილი.