მედვედევი: რუსეთის საზღვრებთან არსებული პრობლემები ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენს

საქართველო საგარეო მხარდაჭერით საკუთარი სამხედრო პოტენციალის აღდგენას განაგრძობს - ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის დღევანდელ სხდომაზე პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა. ამავე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ რუსეთის საზღვრებთან არსებული მოუგვარებელი რეგიონული პრობლემები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის პოტენციურ საშიშროებას წარმოადგენს.