ნინო ბურჯანაძემ მოსკოვში ვიზიტი დაასრულა და ბრიუსელში გაემგზავრა

„დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე დღეს ბრიუსელში გაემგზავრა. ამით დასრულდა მისი ვიზიტი მოსკოვში, სადაც ის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს, საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვსა და რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე სხვა წარმომადგენელს შეხვდა. წინასწარ არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის შეხვდება ბურჯანაძე ბრიუსელში ყოფნისას.