ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ევროკავშირი და ნატო გაეცნობა

ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ევროკავშირის და ნატოს წარმომადგენლები გაეცნობიან. მათთვის დოკუმენტის წარსადგენად ბრიუსელში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გაემგზავრა. მისი განცხადებით, ნატოსა და ევროკავშირისთვის სტრატეგიის გაცნობის შემდეგ, დაიწყება მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს პარტნიორ ორგანიზაციებსა და სახელმწიფოებს დოკუმენტის სამოქმედო გეგმის განსახორციელებლად.