”პრაიმერისტებმა” ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაცია დაიწყეს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა საზოგადოებრივი მოძრაობის ”დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთ დამფუძნებელთან ლევან გაჩეჩილაძესთან კონსულტაცია დაიწყეს. თავად გაჩეჩილაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თბილისის მერობის კანდიდატის გამოსავლენად დაგეგმილ სოციოლოგიურ გამოკითხვაში მონაწილეობა ჯერ არ გადაუწყვეტია და საბოლოო პოზიციას უახლოეს დღეებში გამოხატავს