ერაყის საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ გადადო კვირის არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადება. ცნობით, ჯერ ვერ დათვალეს ხმების 30 პროცენტი. არ არის ჯერ ცნობილი, როდის გამოცხადდება წინასწარი შედეგები. ორივე ძალის, შიიტი პრემიერის, ნური ალ მალიკის და ყოფილი პრემიერის, აიად ალაუის სეკულარული ალიანსის წარმომადგენლები აცხადებენ პრეტენზია, რომ იმარჯვებენ.