პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა პოლიტპატიმრების განთავისუფლების მოთხოვნით აქციები გამართეს

პრაიმერის ინიციატორმა პარტიებმა მათ მიერ პოლიტპატიმრებად მიჩნეული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია დღეს ჯერ უზენაესი სასამართლოს შენობასთან, შემდეგ კი - ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისთან პოლიტპატიმრების ფოტოები გამოფინეს. მათი გათავისუფლების მოთხოვნით, აქცია მომავალ კვირაში გაიმართება შსს-ს ე.წ. მოდულის შენობასთან, რომელსაც საპროტესტო აქციის ორგანიზატორები ”სისხლის სამართლის დამნაშავეთა დაჯგუფების დაწესებულებად” მიიჩნევენ.