თურქეთმა შვეციიდან ელჩი გაიწვია

თურქეთმა კონსულტაციებისათვის გაიწვია საკუთარი ელჩი სტოკჰოლმიდან. ამის მიზეზი გახდა შვეციის პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, რომელიც აღიარებს სომეხთა გენოციდს ოსმალეთის იმეპრიაში. ელჩის გაწვევის გარდა, თურქეთის ხელისუფლებამ გააუქმა ქვეყნის პრმიერ-მინისტრის რეჯეპ ტაიპ ერდოანის ოფიციალური ვიზიტი, რომელიც შვეციაში მომავალ კვირაში იგეგმებოდა. თურქეთი კატეგორიულად უარყოფს გენოციდის ფაქტს.