აშშ ირანში რელიგიურ ნიადაგზე დევნას შეშფოთებით ეხმაურება

შეერთებულმა შტატებმა შეშფოთება გამოხატა ირანში რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე დევნის შესახებ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში ირანში ბაჰაიზმის მინიმუმ 25 მიმდევარი დააპატიმრეს - სულ პატიმრობაში ამ რელიგიის დაახლოებით 60 მიმდევარი იმყოფება. ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ ბაჰაიზმის მიმდევართა რამდენიმე ლიდერს ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ.