კომუნიკაციების კომისია დღეს ”იმედზე” იმსჯელებს

”13 მარტს ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში გადაცემული პროგრამა ”სპეციალური რეპორტაჟი”, რომელიც საინფორმაციო გამოშვება ”ქრონიკასაც” შეიცავდა, კონსტრუირებული იყო ”მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” მე-13 მუხლის, მე-5 პუნქტის უხეში დარღვევით.” - ნათქვამია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში. კომისიის თავმჯდომარის მოწვევით დღეს კომისიის საგანგებო სხდომა გაიმართება, რომელზეც ეს გადაცემა შეფასდება. დღევანდელ სხდომაზე “მოდელირებული ქრონიკა” სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდება, აგრეთვე, დაიგეგმება პრევენციული ღონისძიებები.