ჩეჩნეთში შეტაკების შედეგად ორი რუსი მილიციელი დაიღუპა

ჩეჩნეთში მეამბოხეებთან შეტაკების შედეგად, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით, ორი რუსი მილიციელი დაიღუპა. ისინი მოკლეს სამხრეთ-დასავლეთ ჩეჩნეთში, სოფელ ბამუტთან უშიშროების ძალების ოპერაციის დროს.