გილაური ბრიუსელში ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებს განიხილავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. მთავრობის კანცელარიის პრესსამსახურის ცნობით, ნიკა გილაური ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან შეხვედრისას ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებს განიხილავს. ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბელგიელ კოლეგასაც შეხვდება.