საქართველოში ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეთა ვიზიტი იწყება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის ახალი რაუნდის მოსამზადებლად, ხვალ საქართველოში დისკუსიის თანათავმჯდომარეთა ვიზიტი იწყება. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები კონსულტაციებს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ.