ლეიბორისტები: ”იმედის” გადაცემა პრეზიდენტ სააკაშვილის დაკვეთით შეიქმნა

”იმედის” გადაცემას პრეზიდენტ სააკაშვილის დაკვეთით შექმნილს უწოდებს ლეიბორისტული პარტიაც. მან დღეს აშშ-ის ადმინისტრაციას მიმართა, არ დაუშვას პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა, რომელსაც ლეიბორისტთა განცხადებით, ის პროვოკაციული და დანაშაულებრივი მოქმედებების უფრო აქტიურად გასაგრძელებლად გამოიყენებს.