ჩილეში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

ჩილეს სანაპირო ზოლში 6,7 ბალი სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. აშშ გეოლოგიური დაკვირვების უწყების თანახმად, ორშაბათს საღამოს მიწისძვრა მოხდა 70 კილომეტრში ქალაქ კონცეფციონიდან, სადაც 27 თებერვალს 8,8 ბალი სიძლიერის მიწისძვრა მოხდა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია მიწისძვრის შედეგების შესახებ.