რუსეთის პატრიარქი სომხეთში ვიზიტს იწყებს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის კათოლიკოს პატრიარქი კირილი სრულიად სომხეთის კათოლიკოს გარეგინის მიწვევით დღეს სომხეთში ვიზიტს იწყებს. ორდღიანი ვიზიტის დროს განიხილება ორ ეკლესიას შორის თანამშრომლობის გეგმები. რუსეთის პატრიარქი შეხვდება სომხეთსი რუსული სათვისტომოს წარმომადგენლებს და სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარქისიანს.