ევროკავშირის ქვეყნები განიხილავენ საბერძნეთის დახმარების საკითხს

ევროკავშირის ქვეყნების ფინანსთა და საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში განიხილავენ საბერძნეთის მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს, რომელიც მწვავე ეკონომიკური კრიზისის მოგვარებას ისახავს მიზნად. ადრე ევროპის 16 ქვეყნის ფინანსთა მინისტრებმა შეათანხმეს მექანიზმი საბერძნეთის ფინანსური დახმარების შესახებ. საბერძნეთს, რომელმაც სახელმწიფო ხარჯების შემცირების მკაცრი ზომები მიიღო, ჯერ არ მიუმართავს ფინანსური დახმარებისათვის ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.