თბილისში ვიზიტს განაგრძობს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი

თბილისში ვიზიტს განაგრძობს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი, რომელმაც დღეს გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და პირველი ქართულ-სლოვაკური ბიზნეს-ფორუმი გახსნა. ფორუმის დაწყებამდე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მისი ვიზიტის მთავარ მიზნებად ორი ქვეყნის პოლიტიკური დიალოგის და ეკონომიკური ურთიერთობის გააქტიურება დაასახელა. მიროსლავ ლაიჩეკმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მხარს უჭერს. დღესვე სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და ვიცე-პრემიერ გიორგი ბარამიძეს შეხვდება