აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შეიარაღებული ძალების საშტაბო-სამეთაურო სწავლება მიმდინარეობს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში შეიარაღებული ძალების საშტაბო-სამეთაურო სწავლება მიმდინარეობს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, სამობილიზაციო წვრთნაში სოხუმის პოლკის 400-მდე რეზერვისტი მონაწილეობს. დე ფაქტო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ სწავლების ფარგლებში, დღეს ეშერის პოლიგონზე სხვადასხვა სახის იარაღიდან სროლის ეტაპი მიმდინარეობს. აფხაზური არმიის წვრთნა ხვალ დასრულდება