ავღანეთში ბურკაში გადაცმული სავარაუდო თავდამსხმელები დახოცეს

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში, ოფიციალური პირების თანახმად, ბურკაში გამოწყობილი ორი პირი მოკლეს, როცა ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების საცხოვრებელში შეღწევას ცდილობდნენ. ჰელმანდის პროვინციის მთავრობის წარმომადგნელმა, დავუდ აჰმადიმ განაცხადა, რომ ორი კაცს, ბურკის ქვეშ ასაფათქებელი მოწყობილობები ჰქონდათ დამალული. მათ უშიშროების ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და დახოცეს. აჰმადის თქმით, ერთ-ერთი პირის ასაფეთქებელი მოწყობილობა სროლის დროს აამოქმედდა, მაგრამ გარშემო მყოფნი არ დაშავებულან.