სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს პირველ მდივანზე თავდასხმა მოხდა

სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს პირველ მდივანზე ალექსანდრე ჭკუასელზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ქართველი დიპლომატი ბრატისლავაში გასულ ღამით გაძარცვეს. თავდასხმის შედეგად ჭკუასელმა ტვინის მძიმე შერყევა მიიღო, თუმცა, კლინიკიდან უკვე გაწერეს და ამჟამად სახლში იმყოფება. ქართველ დიპლომატზე თავდასხმის გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთში ნოტა გაგზავნა