ქრისტიან-დემოკრატები თბილისის მერობის ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების შექმნას მოითხოვენ

ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ საქართველოს პრეზიდენტს მოუწოდა, ადგილობრივი არჩევნების წინა პერიოდში შექმნას კონკურენტული გარემო და ნაციონალურმა მოძრაობამ გიგი უგულავა მერობის კანდიდატად ოფიციალურად დროულად დაასახელოს. ქრისტიან-დემოკრატები თბილისის მერობის ყველა კანდიდატისთვის თანაბარი პირობების შექმნას მოითხოვენ.