ნიკა რურუა ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე კომენტარს არ აკეთებს

ამ კვირაში ინტერნეტით გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე, რომელიც თითქოს საქართველოს პრეზიდენტისა და კულტურის მინისტრის საუბარს ასახავს, ნიკა რურუას კომენტარი არ სურს. დღეს მან ჟურნალისტებს განუმარტა, რომ რუსეთის უშიშროების სამსახურის ფაბრიკაციებსა და მსგავს სისულელეებზე კომენტარს არ გააკეთებს.