საქართველოს რკინიგზაზე ორი ელექტრიკოსი დაიღუპა

თბილისთან ახლოს, ლილოს ბაზრობიდან რამდენიმე კილომეტრში, რკინიგზაზე ელექტოსადენების შეკეთების დროს ორი ადამიანი დაიღუპა. თბილისის საგანგებო სიტუაციათა საქალაქო სამსახურის ცნობით, ორივე მათგანი რკინიგზის ელექტრიკოსები იყვნენ და რკინიგზის ხაზზე ელექტროსამუშაოებს აწარმოებდნენ. დენმა ერთ-ერთ მათგანს დაარტყა, ხოლო მეორე მის შველას ცდილობდა, რის გამოც ორივე ადგილზე გარდაიცვალა.