ტელეკომპანია „იმედმა“ ოფიციალურად მოიხადა ბოდიში

ტელეკომპანია ”იმედმა” 13 მარტის ”მოდელირებული ქრონიკის” გამო საზოგადოებას და დიპლომატიურ კორპუსს დღეს ბოდიში მოუხადა. ტელეკომპანიის საგანგებო განცხადება დღეს, 20:00 საათიან „ქრონიკაში“ გამოქვეყნდა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ „იმედი“ ბოდიშს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად იხდის. ტელეკომპანიამ მაუწყებელთა კოდექსისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისთვის ბოდიში მოუხადა როგორც მთლიანად საზოგადოებას, ისე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.