რუსეთის ოპოზიცია გამოსვლებს 31 მარტსაც გეგმავს

ხელისუფლების აკრძალვის მიუხედავად, რუსეთის ოპოზიცია გეგმავს გამართოს მიტინგი 31 მარტს მოსკოვში, ტრიუმფალურ მოედანზე. ამის შესახებ რუსულ სააგენტოებს კოალიცია „სხვა რუსეთის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ედუარდ ლიმონოვმა განუცხადა. მიტინგის მთავრი მოთხოვნა იქნება კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა. ყველა წინა მცდელობა, მოეწყოთ მიტინგები ყველა თვის 31 რიცხვში, წარუმატებლად დასრულდა. ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეშფოთებული არიან მოსკოვის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არ დაუშვას აქციის ჩატარება.