ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრა მოითხოვეს

დღეს საღამოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები თბილისში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ეწვევიან. მის თავმჯდომარესთან ირაკლი ჩიქოვანთან შეხვედრა ევროსაბჭოს წარმომადგენლებმა თავად მოითხოვეს, მას შემდეგ, რაც 13 მარტს ტელეიმედის ე.წ-მა მოდელირებულმა ქრონიკამ მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მხოლოდ საქართველოში არ გამოიწვია.