ჩინეთში თავდამსხმელმა 8 მოსწავლე მოკლა

ჩინეთის სამხრეთი პროვინციის საშუალო სკოლაში თავდამსხმელმა დანით სკოლის 8 მოსწავლე მოკლა. თავდასხმისას კიდევ 5 მოსწავლე დაიჭრა. პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც, ადგილობრივი მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ფსიქიკური პრობლემები აღენიშნება.