ცხინვალში დაბრუდნენ ევროსაბჭოს ექსპერტები

ოკუპირებულ ცხინვალში დაბრუდნენ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები ბრიუს პეგი და ნიკოლას სებირე, რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოსაძიებლად მუშაობენ. სააგენტო რესის ცნობით, უცხოელი ექსპერტები ცხინვალში უკვე მესამედ იმყოფებიან და ინფორმაციას სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნათესავებისგან იღებენ. ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის მიერ მიწვეული დამოუკიდებელი ექსპერტების შეხვედრები როგორც ცხინვალში, ასევე თბილისში, პრესისთვის დახურულია