ნატო-რუსეთის საბჭოზე ავღანეთის ნარკოტიკებზე იმსჯელებენ

ნატო-რუსეთის საბჭო იკრიბება დღეს ბრიუსელში. ამ შეკრებაზე ავღანეთში ნარკოტიკების წარმოების საკითხი განიხილება. რუსეთის მხრიდან ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაში რუსეთის ნარკოტიკების კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელი ვიქტორ ივანოვი მიიღებს მონაწილეობას. ივანოვი, სავარაუდოდ, ისაუბრებს იმ საფრთხეზე, რომელსაც ავღანეთიდან გავრცელებული ნარკოტიკები რუსეთს, შუა აზიასა და ევროპას უქმნის.