პენტაგონის განცხადებით, ის ხელს შეუწყობს სამხედრო სფეროს გაძლიერებას საქართველოსა და ბალტიის სახელმწიფოებში, რათა მათ დაეხმაროს ავღანეთში სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობისთვის მზადებაში. პენტაგონის პრეს-მდივნის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ აშშ-ის კონგრესისთვის გაგზავნილ შეტყობინებებში ნათქვამია, რომ საქართველოს, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთის, ხორვატიისა და უნგრეთისთვის განკუთვნილი პროგრამების მიზანია მათი სამხედრო გაძლიერების ხელშეწყობა, რათა „შეერთებული შტატების ჯარებთან ერთად აწარმოონ ავღანეთში სტაბილიზაციის ოპერაციები“.