ახალი ამბები ერაყში აფეთქებების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა მარტი 26, 2010 ერაყის ქალაქ ხალესში ორი აფეთქების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაიჭრა. ხალესი ბაღდადის ჩრდილოეთით, 65-მდე კილომეტრში მდებარეობს. გავრცელებული ცნობებით, დაჭრილებს შორის ქალები და ბავშვებიც არიან.