ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აბჰისიტ ვეჯაჯივა დათანხმდა, პირისპირ მოლაპარაკებები გამართოს დემონსტრანტებთან

ტაილანდის პრემიერ-მინისტრი აბჰისიტ ვეჯაჯივა დათანხმდა, „მშვიდობის აღსადგენად და ძალადობის შესაძლებლობის შესამცირებლად“ პირისპირ მოლაპარაკებები გამართოს დემონსტრანტებთან, რომლებიც ახალ არჩევნებს მოითხოვენ. აბჰისიტის კანცელარიის ეს განცხადება მოჰყვა რამდენიმე საათით ადრე თავად პრემიერ-მინისტრის ნათქვამს, რომ არ დაჰყვება დემონსტრანტების მიერ წამოყენებულ ულტიმატუმებს. ბანგკოკში საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილენი 12 მარტიდან არიან დაბანაკებული და აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან, სანამ აბჰისიტი ახალ არჩევნებს არ დანიშნავს.