ბენიამინ ნეტანიაჰუ შეეცადა, შეემსუბუქებინა შეერთებულ შტატებთან დაძაბულობა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ დღეს შეეცადა, შეემსუბუქებინა შეერთებულ შტატებთან დაძაბულობა. მისი თქმით, ეს არის „მოკავშირეებსა და მეგობრებს შორის“ ურთიერთობა. ნეტანიაჰუმ უარყო გავრცელებული ცნობები იმის თაობაზე, რომ მისმა ერთ-ერთმა დაახლოებულმა პირმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ ბარაკ ობამაზე თქვა, ისრაელისთვის კატასტოფააო. მიუხედავად ამისა, ნეტანიაჰუ არ დაჰყვა ამერიკის მხრიდან ზეწოლას და განაცხადა, რომ ისრაელი არ შეწყვეტს აღმოსავლეთ იერუსალიმში მშენებლობას.