მოსკოვში აფეთქებების შედეგად ქართველები არ დაშავებულან

მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა და დაზარალებულთა შორის ქართველები არ არიან. ამის შესახებ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ინგა კიკვაძემ. მან თქვა, რომ შვეიცარიის საელჩოში საქართველოს წარმომადგენელს რუსეთის შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან აქვს კონტაქტი და დამატებითი ინფორმაციის მიღებისთავანე აცნობებს საზოგადოებას.