სერბიის პარლამენტი სრებრენიცის გამო ბოდიშის მოხდის საკითხს განიხილავს

სერბიის პარლამენტში იწყება დებატები სრებრენიცის გამო ბოდიშის მოხდის საკითხზე. 1995 წელს ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში ათასობით ბოსნიელი მუსულმანი დახოცეს ბოსნიელმა სერბმა ჯარისკაცებმა და სერბების გასამხედროებულმა ჯგუფებმა. რეზოლუციის პროექტში, რომელიც სერბიის მმართველმა პარტიებმა შეათანხმეს და რომელსაც პარლამენტში განიხილავენ, გამოხატულია მსხვერპლის მიმართ თანაგრძნობა და გამოთქმულია ბოდიში იმის გამო, რომ საკმარისი არ გაკეთდა ხოცვა-ჟლეტის თავიდან ასაცილებლად. რეზოლუციის პროექტში არ არის ნათქვამი, რომ საქმე გენოციდს ეხებოდა.