რუსეთი 191 მლნ დოლარით დაეხმარება მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთს

რუსეთი 191 მილიონი დოლარის დახმარებას მიაწვდის მის მიერ აღიარებულ სამხრეთ ოსეთს ინფრასტრუქტურის განვითარებაში დასახმარებლად. რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რომან პანოვმა დღეს საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" უთხრა, რომ ფული მოხმარდება გზებისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებას ცხინვალში, აგრეთვე გაზის მილების გაყვანასა და სხვა პროგრამებს.