მუსულმანი ღვთისმეტყველები გმობენ ტერაქტებს მოსკოვსა და ყიზლარში

ათზე მეტი ქვეყნის მუსულმანმა ღვთისმეტყველებმა დაგმეს ამასწინანდელი ტერაქტები მოსკოვსა და ყიზლარში. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ეს დანაშაულები, რომლებიც სავარაუდოდ ისლამისტმა ექსტრემისტებმა ჩაიდინეს, - არღვევენ სარწმუნოების საფუძველს. განცხადებაში, რომელიც ხუთშაბათს დუბაიში გაკეთდა, ნათქვამია, რომ ადამიანის სიცოცხლის ხელშეუხებლობა ისლამის ფუძმედებლური პრინციპია და რომ არავითარი მიზეზით არ შეიძლება მსგავსი ბოროტი ქმედებების გამართლება.