ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა

გარდამოხსნა, რომელზეც ჯვრიდან გარდამოხსნილი მაცხოვარია გამოსახული, ტაძრის შუაგულში სიმბოლურ საფლავზეა დასვენებული. გარდამოხსნა წმინდა სამების საკურთხევლიდან მღვდელმსახურებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გამოაბრძანა. დღეს დიდი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.