მოსკოვში მოხდარი ტერაქტების მსხვერპლი 40 -მდე გაიზარდა

მოსკოვში მოხდარი ტერაქტების მსხვერპლი 40 -მდე გაიზარდა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში გარდაიცვალა აფეთქების დროს დაჭრილი კიდევ ერთი მოქალაქე. რუსეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროსავე ინფორმაციით, საავადმყოფოებში რჩება და მკურნალობას გადის 84 დაზარალებული.